ღია გაკვეთილები

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ლელა ბარათაშვილი 01019047006
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური / VI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 19
გაკვეთილის თემა: სივრცული ფიგურები
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლე შეძლებს სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა. შეძლებს სივრცული ფიგურების ელემენტებს შორის რაოდენობრივი დამოკიდებულების დამყარებას (ეილერის ფორმულა), ამოიცნობს სივრცული ფიგურების მოდელებს, კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედისა და სხვა სივრცული ფიგურების შლილებს.




აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო (წთ)
1
თავდაპირველად ვესალმები მოსწავლეებს, გავაცნობ გაკვეთილის თემას, გაკვეთილის მიზანს, შეფასების რუბრიკებს.
ლექციური
მთელი კლასი
ელ. დაფა, გაკვეთილის თემა, გაკვეთილის მიზანი, შეფასების რუბრიკები
1 წთ
2
გამოწვევის ფაზაზე პროგრამა PowerPoint-ის გამოყენებით  ვაჩვენებ მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის სურათებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლებსაც აქვს მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, პირამიდის, ცილინდრის, კონუსის ფორმა. თითოეულ შემთხვევაში მოსწავლეებს ვაძლევ შეკითხვას, რომელ სივრცით ფიგურას ამოიცნობენ?
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ელ. დაფა პროგრმა  PowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ
 3 წთ
3
წვდომის ფაზაზე მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას: სურათის მიხედვით დაასახელეთ წარმოდგენილი მართკუთხა პარალელეპიპედის წახნაგები, წიბოები, წვეროები. შემდეგ მოსწავლეთა ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ მოპირდაპირე წახნაგები მდებარეობს სიბრტყეებზე, რომლებსაც საერთო წერტილი არა აქვს. შემდეგ კი  განვუმარტავ, რომ ეს პარალელური სიბრტყეებია.

გონებრივი იერიში
მთელი კლასი
ელ. დაფა პროგრმა  PowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ
3 წთ
4
შემდეგ მოსწავლეებს წარმოვუდგენ მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, ექვსკუთხა პრიზმის, სამკუთხა, ოთხკუთხა და ექვსკუთხა პირამიდების სურათებს და ვაძლევს შეკითხვებს:
1)რა ფიგურებით არის შემოსაზღვრული მრავალწახნაგები?
2)რას წარმოადგენს იგი მრავალწახნაგასთვის?
3)რას წარმოადგენს მრავალწახნაგასთვის წახნაგების გვერდები?
4)რას წარმოადგენს მრავალწახნაგასთვის ყოველი წახნაგის წვეროები?

კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ელ. დაფა
პროგრამა PowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ
3 წთ
5
ამის შემდეგ სათითაოდ წარმოვუდგენ მოსწავლეებს მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, პირამიდის, ცილინდრისა და კონუსის შლილებს. თითოეულ შემთხვევაში ვთხოვ მათ, ამოიცნონ, თუ რომელი ფიგურის შლილებია წარმოდგენილი. აღვნიშნავ, რომ თითოეული შლილის ფართობი შესაბამისი ფიგურის ზედაპირის ფართობს წარმოადგენს.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ელ. დაფა
პროგრამა PowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ
2 წთ

6

მოსწავლეების ნაწილს დავურიგებ წინასწარ დამზადებულ შლილებს და მივცემ დავალებას: მოცემული შლილებით შექმნან შესაბამისი სივრცითი ფიგურები. ნაწილს კი დავურიგებ მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, პირამიდის კარკასების ასაგებად საჭირო მასალას და ვთხოვ, 5 წუთში წარმოადგინონ შესაბამისი სივრცითი ფიგურების კარკასები. 



პრაქტიკული მუშაობა,
სწავლა კეთებით

წყვილებში მუშაობა

სივრცითი ფიგურების შლილები, წებო; სივრცითი ფიგურების კარკასის დასამზადებელი ჩხირები და პლასტელინი

6 წთ

7

მოსწავლეებს წარმოვუდგენ  მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, ექვსკუთხა პრიზმის, სამკუთხა, ოთხკუთხა და ექვსკუთხა პირამიდების სურათებს, პარალელურად მაქვს წინასწარ მომზადებული ცხრილი სადაც აღნიშნული ფიგურებისთვის  შემდეგი აღნიშვნებია შემოტანილი: წვეროების რაოდ- v
წახნაგების რაოდენობა -  f
წიბოების რაოდ - e.
მოსწავლეები შემოტანილი აღნიშვნების მიხედვით ავსებენ ცხრილს. საბოლოოდ მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ, რომ    ნებისმიერ მრავალკუთხედში წვეროებისა და წახნაგების რაოდენობების ჯამს გამოკლებული წიბოების რაოდენობა მუდმივი სიდიდეა და უდრის 2-ს. ამის შემდეგ შევაჯამებ ცხრილში წარმოდგენილ მონაცემებს, მოსწავლეებს ვამცნობ, რომ მათი აღმოჩენა ეილერის ფორმულით არის ცნობილი და კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბებ მას.  



კითხვა-პასუხი

მთელი კლასი

ელ. დაფა
პროგრამა PowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ

10 წთ
8
გააზრების ეტაპზე მოსწავლეებს ვაძლევ ამოსახსნელად შემდეგ ამოცანას: მართკუთხა პარალელეპიპედის ერთ-ერთი წვეროდან გამოსული სამი წიბოდან ერთი წიბო მეორეზე 2 სმ-ით მეტია, ხოლო მესამე წიბოზე 3-ჯერ ნაკლებია. ყველა წიბოს ჯამი 1 მ-ია. იპოვეთ ამ პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობი. ამოცანის ამოხსნისას ვეხმარები მოსწავლეებს, მითითებებს ვაძლევ, დააკვირდნენ მართკუთხა პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობი თუ რა ფიგურების ფართობების ჯამისან შედგება; მათგან რომელი და რამდენი ფიგურაა ტოლი ფიგურები. ამოცანის ამოხსნის შემდეგ კი წარმოვუდგენ მართკუთხა პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობის გამოსათვლელ ფორმულას.
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
ელ. დაფა
პროგრამა PowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ
15 წთ
9
გაკვეთილის ბოლოს ვაფასებ მოსწავლეებს წინასწარ გაცნობილი რუბრიკების მიხედვით და ვაძლევ საშინაო დავალებას სახელმძღვანელოდან
ინსტრუქტაჟი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები, სახელმძღვანელო
2 წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლე შეძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შეფასება: განმსაზღვრელი
მოსწავლე ფასდება შემდეგი აქტივობებით:
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურობა (2 ქულა)
ეთიკური ნორმების დაცვა (1 ქულა)
საკუთარი მოსარების გამოთქმა ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით (3 ქულა)
ამოცანის ამოხსნა (3 ქულა)
პრაქტიკული მუშაობა (1 ქულა)
ხელმოწერა: ლელა ბარათაშვილი

თარიღი:




გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ლელა ბარათაშვილი 01019047006
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური / VII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 19
გაკვეთილის თემა: სამკუთხედის ელემენტები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს გეომეტრიულ ობიექტთა კომპონენტების ამოცნობისა და მათი ურთიერთმიმართების აღწერ; ატრიბუტების მიხედვით ფიგურათა დაჯგუფებს, სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნს.


აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო (წთ)
1
თავდაპირველად ვესალმები მოსწავლეებს, გავაცნობ გაკვეთილის თემას, გაკვეთილის მიზანს, შეფასების რუბრიკებს.
ლექციური
მთელი კლასი
ელ. დაფა, გაკვეთილის თემა, გაკვეთილის მიზანი, შეფასების რუბრიკები
2 წთ
2
გამოწვევის ფაზაზე პროგრამა PowerPoint-ის გამოყენებით  ვაჩვენებ მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის სამკუთხედებს გვერდების სიგრძეების მითითებით. აგრეთვე კუთხეების გრადუსული ზომების მითითებით, და ვაძლევ კითხვას: როგორ დაახასიათებთ ამ სამკუთხეებს კუთხეების მიხედვით? გვერდების მიხედვით? შემდეგ ვაჩვენებ ტოლგვერდა სამკუთხედს და ვუსვამ კითხვას: შეგიძლიათ თუ არა ტოლგვერდა სამკუთხედი დავახასიათოთ კუთხეების მიხედვით? ამის შემდეგ კი იგივე შეკითხვას დავუსვამ ტოლფერდა სამკუთხედის შესახებ. ამის შედეგად თავად გამოიტანენ დასკვნას, რომ ტოლფერდა სამკუთხედი შეიძლება იყოს მახვილკუთხა, მართკუთხა ან ბლაგვკუთხა.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ელ. დაფა პროგრმა  PowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ
 5 წთ
3
წვდომის ფაზაზე მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას: მოცემული ჩხირებით ააგეთ სამკუთხედები. სხვადასხვა წყვილს შეხვდება სხვადასხვა ტიპის სამკუთხედი, მათ შორის ისეთი სიგრძის ჩხირები, რომლითაც სამკუთხედის აგება შეუძლებელი იქნება. ამის შედეგად მოსწავლეები თავად ჩამოაყალიბებენ სამკუთხედის უტოლობას: ნებისმიერ სამკუთხედში ყოველი გვერდის სიგრძე ნაკლებია სხვა ორი გვერდის სიგრძეთა ჯამზე. ათვისებული მასალის გასამყარებლად ვაძლევ რამდენიმე სავარჯიშოს.


პრაქტიკული მუშაობა,
სწავლა კეთებით
წყვილებში მუშაობა
სხვადასხვა ტიპის სამკუთხედების დასამზადებელი ჩხირები და პლასტელინი
10 წთ
4
შემდეგ კი მოსწავლეებს გავაცნობ სამკუთხედის სხვა ელემენტებს: მედიანას, ბისექტრისას და სიმაღლეს. ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ სამკუთხედში შეგვიძლია გავავლოთ სამ-სამი ბისექტრისა, მედიანა და სიმაღლე. ვაჩვენებ მახვილკუთხა, მართკუთხა და ბლაგვკუთხა სამკუთხედებში როგორ მდებარეობას იძენს სიმაღლე.
ლექციური
მთელი კლასი
ელ. დაფა
პროგრამა PowerPoint-ში
10 წთ
5
გააზრების ეტაპზე მოსწავლეებს ვაძლევ ამოსახსნელად შემდეგ ამოცანებს:
1)A(-5; 0); B(5; 0); C(0; 8) სამკუთხედის წვეროებია. იპოვეთ CD მედიანის სიგრძე და D წერტილის კოორდინატები.
2) A(-3; 1); B(6; 1); C(-1; 1) სამკუთხედის წვეროებია. იპოვეთ CK სიმაღლის სიგრძე და K წერტილის კოორდინატები.
3) A(1; 4); B(5; 1); C(1; 1) სამკუთხედის წვეროებია. იპოვეთ A და B წვეროებიდან დაშვებული სიმაღლეების სიგრძეები.


გონებრივი იერიში
მთელი კლასი
ელ. დაფა
პროგრამა PowerPoint-ში შესრულებული სლაიდ შოუ, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
15 წთ
9
გაკვეთილის ბოლოს ვაფასებ მოსწავლეებს წინასწარ გაცნობილი რუბრიკების მიხედვით და ვაძლევ საშინაო დავალებას სახელმძღვანელოდან
ინსტრუქტაჟი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები, სახელმძღვანელო
3 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ამოცანების ამოხსნა სამკუთხედებთან დაკავშირებული ცნებებისა და ფაქტების გამოყენებით.
შეფასება: განმსაზღვრელი
მოსწავლე ფასდება შემდეგი აქტივობებით:
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურობა (2 ქულა)
ეთიკური ნორმების დაცვა (1 ქულა)
საკუთარი მოსარების გამოთქმა ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით (3 ქულა)
ამოცანის ამოხსნა (3 ქულა)
პრაქტიკული მუშაობა (1 ქულა)
ხელმოწერა: ლელა ბარათაშვილი
თარიღი:


No comments:

Post a Comment

საუკეთესო პრაქტიკა სწავლებისა

საუკეთესო პრაქტიკა სწავლებისა ტექნიკურმა პროგრესმა მოითხოვა სწავლების ახალი მეთოდების დამკვიდრება. ამასთან დაკავშირებით მათემატიკის ...